ტრაკი-კომედია

გაჩალიჩება იმედურად

ტრაგიკომედია, დრამატული ჟანრის ერთ-ერთი სახე, რომელშიც წარმოდგენილია, როგორც ტრაგიკული, ასევე კომიკური სიტუაციები. პერსონაჟთა ბედი ასეთი ხასიათის ნაწარმოებში თანაგრძნობას იწვევს. ამავე დროს არის კომიკური სცენებიც, რაც სიცილს იწვევს.
ტრაკი-კომედია – ტრაგიკომედიის სახესხვაობა, გამოიყენება ძირითადად ამიერკავკასიის ქვეყნებში, ძირითადად საქართველოში(ან თუნდაც მხოლოდ საქართველოში).

პრეისტორია
08.08.08 – ყველაფერი ამ თარიღით იწყება. საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, რუსეთის საჯარისო ნაწილების თარეში ქართლისა და სამეგრელოს ტერიტორიებზე (არამარტო), ქართველთა ცოცხალი ჯაჭვი, ლეხ კაჩინსკი, სარკოზი და ა.შ. ამ ისტორიის განვითარება ყველამ კარგად ვიცით…

თუმცა არსებობს განსხვავებული აზრები იმის შესახებ, თუ როგორი იყო რუსეთის გეგმები, როგორია იგი ამჟამად და ბოლოსდაბოლოს დაგვეხსნება თუ არა პოლარული დათვ(ებ)ი.
ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ტელეიმედის “კრეატიული” ჟურნალისტიკური ხელმძღვანელობა სრული შემადგენლობით შეიკრიბა და თავისი შემოქმედება საქაღალდით სახელად “საქართველოს ყველაზე ცუდი მომავალი” დადო.


“ცრუ განგაში”; ავტორი Noi

შედეგი

შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. პანიკამ და შიშმა მოიცვა საზოგადოება… შეფერხდა ტელეკომუნიკაცია, ყველა ცდილობდა გადაემოწმებინა ინფორმაცია “ზემდგომ ინსტანციასთან”, ანდაც შეეტყობებინა ახლობლისათვის 31-ე ქარხნის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის და საჯარისო ნაწილების დაბომბვის, რუსული ტანკების შემოსვლისა და საბოლოოდ საქართველოს პრეზიდენტის – მ.სააკაშვილის სიკვდილის შესახებ. დაიწყეს სურსათის მომარაგება, შავი დღისათვის გადანახული ფულის ბანკომატის საშუალებით განაღდება, სწრაფი ნაბიჯით საცხოვრებელი სახლების დატოვება და სადარბაზოებთან პატარა “მიტინგუშკების” მოწყობა ისე, რომ სიუჟეტის დასასრული არც ენახათ და (სავარაუდოდ) არც დაწყებისას ხსენებული ერთადერთი მინიშნებაც (იმიტირებული სიუჟეტის შესახებ) არ შეუმჩნევიათ.
ზოგს ელდა ეცა, ზოგს წნევამ დაარტყა, ზოგსაც გულმა….
მხოლოდ იმის შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ეს “სიყალბე”, ანუ იმიტაცია იყო, მიადგნენ ტელე-კომპანია იმედის მისადგომებს და ტერმინების “ნაძირალა”-ს,”უნამუსო”-ს,”უსულგულო”-ს ძახილით შეეცადნენ თავიანთი პოზიციის დაფიქსირება და პროტესტის გამოხატვა.
*აღსანიშნავია ის, რომ ქართულ ტელეკომპანიებს დიდი გულისყურით აკვირდებიან რუსული სამაუწყებლო “ფენომენები”, ისეთები, როგორიცაა რუსეთის პირველი არხი, ნტვ, რტვ და ა.შ. მომხდარიდან მეორე დღეს, კერძოდ კი დილით, მათ უკვე ჰქონდათ გამზადებული სიუჟეტები “გრუზინსკაია წილეკამპანია იმეძი წივი”-ში მომხდარი ამბების შსახებ.

ტრაგიზმი
დამაფიქრებელი, და ამავდროულად სავალალოა ის ფაქტი, რომ იმედის სიუჟეტში აღწერილი გეგმის განხორციელების საშიშროება მთავრობას, ოპოზიციური ფრონტის ღ’ორჯონიკიძისეულ (გნებავთ შულავერის კომიტეტისეულ) წარმონაქმნებს, პოლიტოლოგებს და სიუჟეტიდანვე გამომდინარე-ჟურნალისტებს აქვთ გათვითცნობიერებული.
იკითხავთ რა გამომრჩა. რაღათქმა უნდა და ხალხი, ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომელნიც როგორც წესი სახელმწიფოს მთავარ საყრდენს, მამოძრავებელ ძალას უნდა წარმოადგენდეს.
მწირი ლოგიკითაც შესამჩნევია, რომ ზემოთხსენებულ საფრთხეს ითვალისწინებენ ისინი, ვინც ინფორმაციას ფლობენ… ხალხთან კი ინფორმაცია დამახინჯებული სახით მიდის…
ტ/კ იმედის მცდელობა მთელი რეალობით ეჩვენებინა ხალხისათვის საფრთხის ნამდვილობა ე.წ. მედია კოდექსის 13 მუხლის დარღვევით, შელახული რეპუტაციით და საკუთარი ადმინისტრაციის შენობის წინ საპროტესტო აქციით დასრულდა.
მაშ რა იყო გამოსავალი? მხოლოდ და მხოლოდ მინაწერი “იმიტაცია”, “რეკონსტრუქცია” ? ალბათ ეს მინაწერი მის სამართლებრივ მდგომარეობას თუ გაამყარებდა მხოლოდ.

სავალალოა ასევე ის ფაქტიც, როდესაც ჩვეულებრივ მოქალაქეებს სჯერათ ის, რისიც არ სჯერათ. არა, ჩემი მიზანი არ არის დაგაბნიოთ. აგიხსნით: თბილისის ქუჩაში 10 გამვლელი რომ გავაჩეროთ და ვკითხოთ – ენდობიან თუ არა მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციას, როგორც რეალობის ობიექტურ შეფასებას – მინიმუმ 5 უარყოფით პასუხს გაგვცემს და ეს მხოლოდ მინიმუმია. მაშ რატომ აფორიაქდა ასე მძაფრად ხალხი?

სავალალოა ასევე ის ფაქტიც, როდესაც მსმენელი/მაყურებელი არ უკვირდება ისეთ ფაქტებს, როგორიცაა სიუჟეტში ნახსენები 7 ივნისი (როდესაც 13 მარტია), მიტინგზე ნასროლი ტყვიები და დღის კადრები (როდესაც ამის შესახებ არცერთ სამაუწყებლო კომპანიას არ უცნობებია), და ყველაზე აშკარა – დაბომბვის ხმები (ნუ აქ თბილისზე ვამბობ) – მაშინ როცა 31-ე ქარხანა დაიბომბა აგვისტოს ომისას, გამაყრუებელი ხმა დიღომშიც ისმოდა, და სიუჟეტის გასვლისას კი მთელი დღის განმავლობაში ავტობუსის გაფუჭებული მოტორის, საცობებში ავტომობილთა გამაყრუებელი სიგნალების, სემინარზე ლექტორის მონოტონური “რუდუნების” და “კბილი გტკივა?-ჩაჩავაში”-ს გარდა ვერაფერს გაიგებდით.

კომედია
ამ ქვეთავში ბოლო ორი აბზაცის ჩასმაც შეიძლება, თუმცა არ განვმეორდები თქვენი მხედველობის დაქვეითების საფრხის გამო🙂 .
კომედიაა ის, რომ ერთი მინაწერით ყველაფერი თავის ადგილზე დადგებოდა.
კომედიაა ის, რომ ხალხს კიდევ სჯერა იმედის(ტ/კ), რუსთავი 2-ის, ქართული ფეხბურთის, “პუტვედევის” დაპირების, საპნის ოპერების ერთხელ და სამუდამოდ დასრულების, შავი კატის ქუჩაზე გადარბენისას სამჯერ (ბოდიში და) გადაფურთხების, ფულის თავზე შემოტარების (ბარაქა იცისო და რიავიცი აბა), ქალიშვილობის ინსტიტუტის, ძველბიჭური ინსტიტუტის, “თავისუფლების ინსტიტუტის”🙂 და ა.შ.

რეკომენდაციები
ჩემი სუბიექტური აზრით, იმედის ამ სიუჟეტისათვის დოკუმენტური ჟანრის მინიჭებით, მისი გაყიდვითა და ამ ფილმზე თომა ჩაგელიშვილის ხმის დადებით პროექტის შემქმნელები უფრო მეტად მოიგებდნენ, ვიდრე წააგებდნენ. არადა აშკარაა, რომ მედიასივრცის მომენტალური დაპყრობითა და მომენტალურივე დაკარგვით ვერაფერი ვერ მოიგეს.
ასევე, უკეთესი იქნებოდა, თუ ხალხი ინფორმაციას გადაამოწმებდა, თანაც მაშინათვე. მოგეხსენებათ, ისეთი “მნიშვნელოვანი” ფაქტები, როგორიცაა სააკაშვილის მიერ შოკოლადის ფაბრიკის გახსნა, ქართული სპორტული გადაცემების ეთერშიც ხვდება (როგორც ერთგვარი მარათონული რეკორდი), რომ არაფერი ვთქვათ ხალხისავე აზრით “ჯიბის ტელევიზიებზე”. ანუ, გადართეთ სხვა არხებზეც, დალოცვილებო.

და ბოლოს ყველაზე დიდი კომედია კი იმაში მდგომარეობს, რომ მაშინ როცა ეს სიუჟეტი ვრცელდებოდა, “გაგუდულს” მეძინა ტკბილად, და მხოლოდ და მხოლოდ დილით შევიტყვე მომხდარის შესახებ, ისიც ჩემივიდეო.საქ-დან და ისიც რუსული არხების რეაქციით ტ/კ იმედის სიუჟეტზე…

  1. March 15, 2010 at 15:02

    და ქალი რომ მოკვდა იმაზე რატომ არაფერს წერ? ინფარქტმა დაარტყა

    • March 15, 2010 at 21:13

      ალბათ იმიტომ, რომ წერის მომენტისათვის ეგ ფაქტი დადასტურებული არ იყო… რათქმაუნდა სამწუხაროა, როდესაც ასეთი სიუჟეტის, “უკბილო ხუმრობის” გამო ადამიანი სიცოცხლეს კარგავს…

      • March 15, 2010 at 21:33

        მაშინ გასაგებია..🙂

  2. March 15, 2010 at 23:16

    lol ცუდია რომ ვერ ნახე – მაგარი ეფექტი ექნებოდა😀

  3. November 15, 2013 at 11:18

    sasaciloa…

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: