ლეგენდა ატლანტიდაზე

მცირე ინფორმაცია ატლანტიდის შესახებ

ატლანტიდა – მითიური ქალაქი, კუნძული, არქიპელაგი, ან თუნდაც კონტინენტი, რომელიც ლეგენდების თანახმად ზღვის ფსკერზე დაეშვა მიწისძვრის ან სხვა ბუნებრივი კატაკლიზმის შედეგად. ქვეყნის მოსახლეობას ატლანტებს უწოდებენ, ხოლო პირველადი ცნობები მის შესახებ პლატონის დიალოგებშია აღნიშნული.

ატლანტიდის წარმოშობა/არსებობასთან დაკავშირებით მეცნიერთა მოსაზრებები ორად არის გაყოფილი. ერთნი ამ მითიურ ქალაქს პლატონის მიერ სრულიად გამოგონილ თქმულებად მიიჩნევენ. მეცნიერთა მეორე ნაწილის შეხედულებით ატლანტიდა ფილოსოფიურ მითად მიიჩნევა, რომელიც გაურკვეველი, ბუნდოვანი კატასტროფის გახსენებას ემყარება დაახლ. ძვ.წ.-ის IV ათასწლეულში, როდესაც ხმელთაშუა ზღვის წყლები ეგეოსის მეშვეობით შავ ზღვას დაუკავშირდა (ასევე კუნძულ სანტორინზე ვულკანის ამოფრქვევას ძვ.წ.-ის 16 საუკუნეში).

ატლანტიდის კატასტროფა. ნ. რერიქი

მიუხედავად მეცნიერთა სკეპტიკური მიდგომისა, არასამეცნიერო წრეებში, ატლანტიდა ერთ-ერთი საყვარელი თემაა, როგორც ყველაზე არაბუნებრივი მოვლენების აღწერა/გადმოცემების ობიექტი. ატლანტიდას უამრავი მხატვრული თუ სამეცნიერო ფანტასტიკური გამონაგონი უკავშირდება.

მითის ისტორია

ყველა ცნობა ატლანტიდაზე პლატონთან არის შემონახული ორ დიალოგში: ტიმეოსთან (მოკლედ) და კრიტიასთან (უფრო ვრცლად). დიალოგი „ტიმეოსი“ სოკრატესა და პითაგორელი ტიმეოსის განსჯით იწყება სახელმწიფოს საუკეთესო მოწყობაზე. აღწერს რა მოკლედ იდეალურ სახელმწიფოს, სოკრატე მიღებული სურათის აბსტრაქტულობასა და სქემატურობას უჩივის და სურს იმის აღწერილობა მიიღოს, თუ როგორ მოიქცეოდა ეს სახელმწიფო სხვა სახელმწიფოებთან ბრძოლაში; როგორ ღირსეულად ჩაერთვებოდა ომში, ომის დროს კი მისი მოქალაქეები ისე მოიქცეოდნენ, როგორც მათ შეშვენით, თანახმად მათი განათლებისა და აღზრდისა, იმის მიუხედავად, მოლაპარაკება იქნებოდა თუ ბრძოლა ნებისმიერ სახელმწიფოსთან. დიალოგის მესამე მონაწილე კრიტიასი კი ამბავს მოჰყვება, რომელიც თითქოს ბაბუამისისგან — კრიტიას – უფროსისგან აქვს მოსმენილი, მას კი თავის დროზე სოლონისგან ჰქონია გაგონილი, რომელსაც მსახურებმა უამბეს ეგვიპტეში. მონათხრობის აზრი შემდეგია: ოდესღაც, 9 000 წლის წინ ათენი უფრო სასახელო, მძლავრი და კეთილსინდისიერი სახელმწიფო იყო. ათენის უმთავრესი მეტოქე ზემო ხსენებული ატლანტიდა იყო. ეს კუნძული ერთად აღებულ მცირე აზიასა და ლიბიას აღემატებოდა ზომით. ამ კუნძულზე საოცარად დიდი და მძლავრი სამეფო შექმნილიყო, რომელიც ლიბიას ფლობდა ეგვიპტემდე და ევროპას ტირენემდე. ამ სამეფოს ყველა ძალა ათენის დასამონებლად იქნა გადმოსროლილი. ათენელებიც თავიანთი თავისუფლების დასაცავად აღსდგნენ ელინთა მეთაურობით; და იმის მიუხედავად, რომ ყველა მოკავშირემ მათ უღალატა, ათენელებმა მაინც მოახერხეს ატლანტების მოდრეკვა და მათ მიერ დამონებული ერების გათავისუფლება. ამას უდიდესი ბუნებრივი კატასტროფაც მოჰყვა, რომლის შედეგად, ათენელთა მთელი ჯარი და მთლიანად ატლანტიდა ზღვის ფსკერზე აღმოჩნდა.

პლატონი რაფაელის ფრესკაზე

კრიტიასის დიალოგი იმავე მონაწილეებთან ერთად, ტიმეოსის გაგრძელებად მიიჩნევა, რაც ათენელებისა და ატლანტიდის შესახებ გვაწვდის დამატებით ინფორმაციას. ათენი იმხანად (მიწისძვრამდე და წყალდიდობამდე) დიდი და ნაყოფიერი სამეფოს ცენტრი იყო; დასახლებული კეთისლინდისიერი ერით, რომელთაც (პლატონის აზრით) სახელმწიფოს ყველაზე იდეალური მოწყობა ჰქონდათ. ყველაფერს მმართველები და მეომრები განკარგავდნენ, რომლებიც მიწათმოქმედი მოსახლეობის მოშორებით, აკროპოლზე ცხოვრობდნენ განცალკევებულ საზოგადოებრივ ერთეულში(კომუნაში). თავმდაბალ და კეთილსინდისიერ ათენელებს მძლავრი და ქედმაღალი ატლანტიდა უპირისპირდება. ატლანტების ჯარის მეთაური, პლატონის მიხედვით, ღმერთი პოსეიდონი იყო, რომელსაც მოკვდავ გოგონა კლეიმოსთან ათი ღვთიური ვაჟი შესძენოდა, ისინი კი, უფროსი ატლანტის მეთაურობით, სამეფო ჯარებს ჩასდგომოდნენ სათავეში.


პოსეიდონი კლეიმოსთან და ათ ვაჟთან ერთად

ქალაქის პლატონისეული აღწერა


“პლატონის” ატლანტიდა

კუნძულის ცენტრს ბორცვი წარმოადგენდა, რომელიც ზღვის ნაპირიდან 50 სტადიონის (8-9 კილომეტრის) დაშორებით მდებარეობდა. პოსეიდონმა დაცვის მიზნით, ბორცვს სამი წყლის არხი და ორი ნათხარი რკალი შემოავლო; ატლანტებმა კი რკალებზე არხები გაჭრეს და ხიდები გადადეს, რათა გემებს პირდაპირ ქალაქში, უფრო სწორად კი, ქალაქის ცენტრალურ კუნძულამდე შესძლებოდათ მიცურვა, რომელიც 5 სტადიონის ოდენა (კილომეტრზე ნაკლები) თუ იქნებოდა დიამეტრში. კუნძულს ოქრო-ვერცხლით სავსე ტაძრები, ოქროს ქანდაკებები და სასახლე ამშვენებდა. კუნძულს, რომელზეც სასახლე იდგა (…) ასევე მიწათხრილებსა და პლეტრის (30 მ) სიგანის ხიდებს მეფეებმა ქვის ღობე შემოავლეს, ზღვისკენ გასასვლელებთან კი ჭიშკრები დაუტანეს. თეთრი, შავი და წითელი ფერის ქვას ისინი შუა კუნძულის წიაღიდანა და შიდა და გარე მიწათხრილების წიაღიდან იღებდნენ, რომლის ორმხრივ შეღრმავებებს ამავე ქვით აპირკეთებდნენ და ნავმისადგომებს აწყობდნენ. თუკი ზოგიერთ რამეს უბრალო ელფერით აკეთებდნენ, დანარჩენს მრავალფეროვანი ქვებით აპირკეთებდნენ, რათა ხელოვნების მწვერვალზე აეყვანათ. გარე მიწათხრილის კედლები ატლანტებმა სპილენძით მოაპირკეთეს, შიდა თხრილი კი კალით იყო შემოსილი, რაც შეეხება თავად აკროპოლს — ოქროცურვილი ფირფიტებით იყო დაფარული რათა ცეცხლოვანი შუქი ეფრქვიათ.

ატლანტიდა

მანამ, სანამ ატლანტებში ღვთიური ბუნება იყო შენარჩუნებული, ისინი სიმდიდრეს უფრთხილდებოდნენ და კეთილქმედებას აყენებდნენ პირველ რიგში; მაგრამ, როდესაც მათში ადამიანურმა ბუნებამ იმძლავრა, ისინი გახარბდნენ, ფუფუნებაში ჩაეფლნენ, გაძუნწდნენ და გაქედმაღლდნენ. განცვიფრებულმა ზევსმა ატლანტების დაღუპვა განიზრახა და ღმერთთა სხდომა მოიწვია… სწორედ აქ წყდება, ჩვენამდე მოღწეული ტექსტის მიხედვით, ხსენებული დიალოგი.

სხვა ანტიკური ავტორები

არისტოტელე, რომაული ასლი

თანამედროვე ატლანტოლოგები ატლანტიდის, ატლანტიდელების შესახებ მოთხრობებს უკავშირებენ ატლასის მთების აფრიკულ ტომებს (ბერბერებს), რომელთა შესახებაც ჰეროდოტე, დიოდორე სიცილიელი და პლინიუს უფროსი წერენ. მათი გადმოცემების თანახმად, ამ ატლანტიდელებს არ ჰქონდათ საკუთარი სახელი, არ ხედავდნენ სიზმრებს და ბოლოს და ბოლოს განადგურებულნი იყვნენ თავიანთი მეზობელი ხალხის – ტროგლოდიტების მიერ.

  • >თავად ტერმინ ტროგლოდიტს სხვადასხვა მნიშვნელობით ხმარობენ. ძვ.ბერძნულად ეს ნიშნავს გამოქვაბულის ადამიანს, ასევე შეიძლება აღნიშნავდეს პირველყოფილს, ან თოვლის ადამიანს. გადატანითი მნიშვნელობით იხმარება, როგორც უკულტურო, პრიმიტიული ადამიანი, ერთ-ერთი განმარტებით კი იგი აღნიშნავს განდეგილს, შავ ბერებს. აშკარაა, რომ ზემოთხსენებული ტერმინი უკულტურო, პირველყოფილი ადამიანის აღმნიშვნელად გამოიყენა ავტორმა, საჩვენებლად იმისა, რომ მათმა ველურმა ძალამ დაამარცხა მაღალი კულტურის მშვიდობიანი ერი/ხალხი.


  • დიოდორე სიცილელი აგრეთვე დასძენს, რომ ატლანტიდელებს ომი ჰქონდათ ამაზონელებთან (ე.წ. “ამაზონკებთან”). მოკლედ თუ ვიტყვით არისტოტელეს მიწერილი ფრაზით “(თავად) ყოვლისშემძლემ აიძულა მას გამქრალიყო”. ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ პოსიდონიუსი, რომელიც დაინტერესებული იყო მიწის წყლით დაფარვის ფაქტებით, და ამის საფუძველზე მიაგნო მეტად შესაძლებელ და დამაჯერებელ მონათხრობს (სტრაბონი, გოეგრაფია, II, 3.6.).
    მეორე საუკუნეში, კლავდიუს ელიანუსი, ანეგდოტთა შემგროვებელი, სხვათაშორის აღნიშნავს, თუ როგორ იცვამდნენ ატლანტიდელი მეფეები – უსვამდნენ რა ამით ხაზს მათი წარმომავლობის პოსეიდონთან კავშირზე.
    V საუკუნეში, ნეოპლატონისტი პროკლუსი, “ტიმეოსთან” დიალოგის თავის კომენტარებში აღწერს პლატონის მიმდევარ კრანტორზე, რომელიც ძვ.წ-ის დაახ. 260 წელს სპეციალურად ეწვია ეგვიპტეს ატლანტიდის შესახებ ცნობების მიღების მიზნით; მოთხრობის მიხედვით, მან სეისში, ქალღმერთ ნეიტის/ნეითჰის ტაძარში ნახა სვეტები წარწერით მისი ისტორიის შესახებ. ამის გარდა, იგი წერს:
    “ის, რომ ამდაგვარი ხასიათისა და ზომის კუნძული არასდროს არსებობდა, ნათელია იმ მწერალთა მოთხრობების მიხედვით, რომელნიც გარე ზღვის მიმდებარე ტერიტორიებს იკვლევდნენ. მათი სიტყვების მიხედვით, იმ ზღვაში, მათსავე დროს, არსებობდა შვიდი კუნძული, რომელიც პერსეფონს ეძღვნებოდა, აგრეთვე სამი სხვა, დიდი ზომის კუნძული, რომელთაგანაც ერთი მათგანი პლატონის, მეორე ამონის, მესამე კი პოსეიდონის სახელს ატარებდა.მათი ზომები ათას სტადიონს(180 კმ.) აღემატებოდა; და მისმა მკვიდრებმა არ დაივიწყეს წინაპრებისაგან შემორჩენილი გადმოცემები და ლეგენდები განუზომელი კუნძულის – ატლანტიდის შესახებ, რომელიც მართლა არსებობდა იმ ზღვაში და თაობათა მანძილზე სხვა დანარჩენ კუნძულებს მართავდა; ეს კუნძულიც პოსეიდონის სახელს ატარებდა. ყოველივე ეს მარცელმა “ეთიოპიკაში” აღწერა.”

    აღნიშნული მარცელი/მარცელიუსი სხვა წყაროებში არ ჩანს. ივარაუდება, რომ ზემოთხსენებული “ეთიოპიკა” წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ რომანს.

  • >ჰეროდოტე აღნიშნავს, რომ “ატლანტის ზღვა” კასპიის ზღვის ნაწილია, ხოლო პტოლემაიოსის მიხედვით, კასპიის ზღვის მიდამოებში არსებობს ე.წ. კუნძულ-სახელმწიფო.
  • P.S. გაგრძელება შემდგომში

    1. February 28, 2010 at 22:17

      მე მჯერა, რომ პლატონის ატლანტიდა არის დამახინჯებული წარმოდგენა რაღაც დიდ კატასტროფაზე, რომელიც დაახლოებით ძვ. წ. მე2 ათასწლეულში მოხდა : )

      • February 28, 2010 at 22:36

        შეიძლება ითქვას, მეც მასე ვფიქრობ, თუმცა ძალზედ ბევრი კითხვა ისმება, ასევე ბევრი ალტერნატივა გამოსავალიც არსებობს ლეგენდის გარეალურების. ყოველშემთხვევაში ეს პოსტი ბოლომდე არ არის, გაგრძელება იქნება რედაქტირების სახით.

    2. February 28, 2010 at 22:48

      ინტერესით ველი მაგ პოსტს, არგუმენტირებულ და საინტერესო მოსაზრებებს🙂

    3. February 28, 2010 at 23:13

      ყველაფერი იქნება, რა თქმა უნდა თავის დროზე🙂
      ხვალ საღამოსთვის 2-ე ნაწილი მიემატება
      ზეგისთვის კი სრული ანგარიში ჩაბარდება საზოგადოებას.🙂

    4. March 10, 2010 at 14:45

      მე პირადად უფრო მომწონს ატლანტიდის ისტორიის ეს ვერსია:
      http://en.wikipedia.org/wiki/N%C3%BAmenor

    5. Ika
      January 27, 2014 at 16:46

      იცით რა არიის ატლანტიდელებს მეცნიერები თვლიან პროტ-ქართველურ მოდგმად ასეც არის თუ გავითვალისწინებთ რომ ატლანტიდელებს მაღალი კულტურა ქონდათ როგორც სხვა ქართველუ ტომებს პელასგებს კოლხებს ეტრუსკებს მთელი სიმდიდრე ოქრო ვერცხლი დასავლეთელი მეცნიერები ამბობენ ატლანტიდელები იბერები იყვნენო და ბასკების დიდი ნაწილი გადარჩენილი ცივილიზაციააო ატლანტიდელები თაყვანს სცემდნენ მზეს მზე ქართული ღვთაება იყო ანუ ბერძნული ელინური კულტურა ღარიბი იყო მათხოვრული არც იყო კულტურა დღეს რომ საერძნეთი კულტურით ამაყობს ეს კულტურა მათ კოლხმა-პელასგებმა შეუქმნეს საერთოდ ველურები აღწერილია იყვნენ ინდო-ევროპელები და მათ ასიმილაცია მოახდინეს იბერიელ-კავკასიელების აი ზუსტად ასეა აღწერილი როცა 3 000 წლის წინათ საბერძნეთში ელინები შეიჭრნენ და დაიკავეს ის ტერიტორია სადაც პელასგი ქართველები ცხოვრობდნენ ატლანტიდელებს ქონდათ მაღალი ცოდნის სკოლაo ანუ ნაკითხები იყვნენო მთელი ბიბლიოთეკებით ანუ ქართველები როგორც აკეთებდნენ ოდითგვე სამწუხაროდ 4 000 წლის წინათ ჩვენმა წინაპრებმა განიცადეს შევიწროება ამ ველური ხალხისაგან მონღოებისაგან და კავკასიაშიღა აღმოჩნდა დარჩა ქართული თუ ქართველური კულტურა გამსახურდიასაც აქვს ამაზე ლაპარაკი საქართველოს სულიერ მისსიაში

    1. No trackbacks yet.

    Leave a Reply

    Fill in your details below or click an icon to log in:

    WordPress.com Logo

    You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

    Twitter picture

    You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

    Facebook photo

    You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

    Google+ photo

    You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

    Connecting to %s

    %d bloggers like this: