მთავარი > სხვადასხვა, შემეცნებითი > Alexander The Great – ალექსანდრე III მაკედონელი

Alexander The Great – ალექსანდრე III მაკედონელი


ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო გენიოსი

ალექსანდრე დიდი, მაკედონელი დაიბადა ძვ.წ. 356 წლის 20 ივლისს მაკედონიის სამეფოს დედაქალაქ პელაში. ის იყო მაკედონიის მეფის ფილიპე II-სი და მისი მეოთხე ცოლის, დედოფალ ოლიმპიადას შვილი. ცნობილია, რომ იმ დღეს, როდესაც ალექსანდრე მაკედონელი დაიბადა, ჰეროსტრატემ გადაწვა ქალღმერთ არტემიდეს ტაძარი, ეფესოში.

ბავშვობა
გადმოცემით ალექსანდრემ 10 წლის ასაკში მოათვინიერა ველური ცხენი, რომელიც ფილიპეს ერთმა თესალიელმა ვაჭარმა მიჰგვარა. მისი მოთვინიერება ვერავინ შესძლო და ამიტომ ფილიპე მის დაბრუნებას აპირებდა. პლუტარქეს გადმოცემით, ალექსანდრემ შეამჩნია, რომ ცხენს თავისი ჩრდილის ეშინოდა. ამიტომ ის მზისკენ შეაბრუნა და დაუბრკოლებლად დაიმორჩილა. საბოლოოდ ფილიპემ ცხენი თავის შვილს უყიდა და უთხრა: “მაკედონია შენ ვერ დაგიტევს, შენთვის უფრო ვრცელი საბრძანისი ქვეყანა უნდა ეძიო”
ალექსანდრემ მას ბუცეფალი დაარქვა, რაც ხარისთავას ნიშნავს.

განათლება
როდესაც ალექსანდრეს 13 წელი შეუსრულდა ფილიპემ გადაწყვიტა მასწავლებლად მოეწვია პლატონის მოსწავლე არისტოტელე, რომელიც იმ პერიოდში ყველაზე განათლებულ პიროვნებად ითვლებოდა. ცნობილია, რომ განათლების მიცემის სანაცვლოდ ფილიპე დათანხმდა აღედგინა მის მიერვე დანგრეული სტაგირე, არისტოტელეს მშობლიური ქალაქი. არისტოტელემ ალექსანდრეს ზედმიწევნით შეასწავლა მედიცინა, ფილოსოფია, მორალი, რელიგია, ლოგიკა, ხელოვნება.
ალექსანდრეს არისტოტელეს შესახებ უთქვამს: “მე არისტოტელეს მამის გვერდით ვაყენებ: მამამ სიცოცხლე მომანიჭა, არისტოტელემ კი ის, რაც სიცოცხლეს აზრს აძლევს”


არისტოტელე ამეცადინებს ალექსანდრეს, ფერისის ნამუშევარი, 1895

მამა – შვილი
როდესაც ალექსანდრე 16 წლის იყო, ფილიპე ბიზანტიონის ასაღებად გაეშურა და მაკედონიის რეგენტად თავისი შვილი დატოვა. ალექსანდრეს ეს დრო ფუჭად არ დაუკარგავს. მან შეუტია მედების ტომს და აიღო მათი მთავარი ქალაქი. შემდეგ იქიდან გაყარა მოსახლენი და მის ადგილას დააარსა ახალი კოლონია,ალექსანდროპოლისი.
პელაში დაბრუნების შემდეგ, ფილიპეს შეუყვარდა მისი გენერლის, ატალოსის ძმისწული კლეოპატარა და მასზე დაქორწინება გადაწყვიტა. ამის გამო ალექსანდრეს მემკვიდრეობა სერიუზული საფრთხის ქვეშ დადგა. ქორწილის დროს მთვრალმა ატალოსმა წამოიყვირა: “მაკედონელებო, შეევედრეთ ღმერთებს, რომ ფილიპეს და კლეოპატრას კანონიერი ტახტის მემკვიდრე შეეძინოთ”. ამ სიტყვებმა ალექსანდრეს განრისხება გამოიწვია. მან ატალოსს ღვინის ჭიქა ესროლა თავში და უყვირა: “არამზადავ, მე შენ ნაბიჭვარი გგონივარ?” ამჯერად ამ სიტყვებმა კი მეფე გააღიზიანა. მთვრალმა ფილიპემ ხმალი ამოიღო და ალექსანდრესკენ გაექანა, თუმცა წაიბორძიკა და დაეცა. ამის შემხედვარე ალექსანდრე მამას თავზე დაადგა და თქვა: “შეხედეთ, მეგობრებო, ამ კაცს – ევროპიდან აზიაში, რომ სალაშქროდ ემზადება – სკამიდან სკამამდე ისე ვერ მიუღწევია, ძირს არ გაშხლართულიყო” ამ შემთხვევის შემდეგ ალექსანდრე მამისგან იზოლირებული დარჩა სიკვდილამდე.

გამეფება
ძვ. წ. 336 წელს ფილიპემ თავისი შვილი კლეოპატრა ცოლად შერთო თავისი ყოფილი ცოლის(ოლიმპიადა) ძმას ალექსანდრეს. ქორწილი ქალაქ ეგაში გაიმართა. ფილიპეს ამით ოლიმპიადას შემორიგება უნდოდა, თუმცა ვერ შეძლო, რადგან მკვლელმა, პაუსანიამ ის სიცოცხლეს გამოასალმა. (ზოგიერთი წყაროთი ეს შეთქმულება ალექსანდრეს დედამ – ოლიმპიადამ მოაწყო). ფილიპეს სიკვდილის შემდეგ ტახტი მისმა 20 წლის შვილმა ალექსანდრემ დაიკავა.

ალექსანდრე მაკედონელმა ფილიპეს გარდაცვალების შემდეგ დაიწყო მსოფლიოს დაპყრობა. იგი 13 წლის განმავლობაში მეფობდა. ამ ხნის მანძილზე მან შესძლო მაშინდელი მსოფლიოს ცივილიზაციის უმეტესი ნაწილის დაიპყრობა, არისტოტელეს მიერ განსწავლულმა შექმნა უდიდესი იმპერია, რომელშიც შედიოდა მაკედონია, ეგვიპტე, სირია, სპარსეთი და მცირე აზია.

ალექსანდრე დიდი მაკედონელი ძვ.წ. 323 წლის 13 ივნისს მალარიით გარდაიცვალა ბაბილონში. მისი გვამი ეგვიპტეში ჩაიტანეს და თვით ალექსანდრეს მიერ აშენებულ ქალაქ ალექსანდრიაში დაკრძალეს.

წყარო: http://www.wikipedia.org

  1. Bela
    February 25, 2010 at 23:09

    sainterso postia…🙂

  2. February 26, 2010 at 12:43

    მე რომ გიორგი სიგუა არ ვყოფილიყავ, ალექსანდრე მაკედონელობას ვინატრებდი…😀 ყოჩაღ, კარგი პოსტია, უფრო მეტი შეგიძლია…😀

  3. natia
    March 15, 2010 at 17:59

    yochag dzalian saintereso iyo

    • March 15, 2010 at 21:15

      მადლობა პოსტის ავტორს Gacho-ს🙂

  4. September 22, 2011 at 19:12

    saintereeso iyoo magram bevri ram akldaa..magram mtliaanobashi karga plius suratebbiiittt upro mravalperovans xdis

  5. xatia
    November 28, 2013 at 19:48

    საინტერესო ფოსტია

  6. dato
    December 23, 2013 at 18:29

    mmmm kaiaaa

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: