მთავარი > სხვადასხვა, შემეცნებითი > Elizabeth Ba’thory – ლედი დრაკულა

Elizabeth Ba’thory – ლედი დრაკულა

მცირედი ცნობები ელიზაბეთ ბათორის შესახებ…

სახელი – Elizabeth Báthory (1560 – 1614წწ);
მეტსახელი – სისხლიანი გრაფინია, ლედი დრაკულა;

დაიბადა 1560წ.-ის 7 აგვისტოს, გათხოვდა 12 წლის ასაკში, Ferencz Nadasdy-ზე პოლიტიკური მიზეზების გამო (საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ). მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა ამჟამინდელი სლოვაკეთის (მაშინდელი უნგრეთის) ტერიტორიაზე, კაჩტიცეს ციხესიმაგრეში (Countess Elizabeth Bathory Nadasdy Cachtice Castle), რომელიც დასახლებული პუნქტებით იყო გარშემორტყული.

ელიზაბეთ ბათორი იყო ცნობილი ტრანსილვანიური შტოს – ბათორების შთამომავალი, გიორგი და ანა ბათორის შვილი.ანა ბათორი იყო პოლონეთის მეფის, ისტვან ბათორის და.
ჰყავდა 6 შვილი, რომელთაგანაც 2 ბავშვობაშივე დაიღუპა.
გრაფინია ფლობდა ბერძნულ, ლათინურ და გერმანულ ენებს.

ელიზაბეთმა თავი გაითქვა იმით, რომ იგი არამარტო სვამდა, არამედ ბანაობდა კიდეც ქალწულთა სისხლში ახალგაზრდობის შენარჩუნების მიზნით.
ლეგენდის თანახმად ელიზაბეთმა აღმოაჩინა უკვდავების წამალი,მაშინ, როდესაც მას სისხლის რამდენიმე წვეთი დაეცა.
ამ “აღმოჩენის” შემდეგ ელიზაბეთი შეიპყრო სადისტურმა სურვილმა – შეენარჩუნებინა საკუთარი ახალგაზრდობა ადგილობრივი გლეხი გოგოების წამებით. “სისხლიანი გრაფინია” ჯერ აწამებდა მათ, ხოლო შემდეგ მათ სისხლში ბანაობდა. წამების იარაღად იყენებდა სხვადასხვა ნივთებს – დანები, ცეცხლის საჩხრეკი (მაშა),ნემსები, სამართებლები, გავარვარებული რკინა… ასევე მიიჩნევენ, რომ ელიზაბეთმა თავის ქვეშევრდომებს გააკეთებინა რკინის გალია, რომელსაც “Iron Virgin” უწოდა. გალია ქალის ფორმის იყო და შიგნიდან დანები ჰქონდა დამაგრებული. ვარაუდობენ, რომ ელიზაბეთმა დაახლოებით 600-მდე ქალწული იმსხვერპლა.ამდაგვარი სადიზმის განხორციელებაში მას რამდენიმე მსახური ეხმარებოდა.

ელიზაბეთის საქმიანობის შესახებ ხმების გავრცელების შემდეგ, მეფემ მის დასაკითხად საკუთარი ბიძაშვილი გააგზავნა, რის შედეგადაც გრაფინიას დამხმარეები სიკვდილით დასაჯეს, ხოლო თავად ელიზაბეთი თავისსავე ციხესიმაგრეში გამოამწყვდიეს. მის “საკანს” ფანჯრები და კარებები დაულუქეს, დაუტოვეს მხოლოდ ერთი პატარა ჭრილი საჭმლის მისაწოდებლად. სამნახევარი წლის შემდეგ, 1614 წლის 21 აგვისტოს, ტრანსილვანიელი გრაფინია, იგივე ლედი დრაკულა, მკვდარი იპოვეს. მის საკანში იპოვეს ასევე თეფშები, რომელზედაც საჭმელი ხელშეუხებელი იყო.
თავდაპირველად სისხლიანი გრაფინია ადგილობრივი ეკლესიის ეზოში დაკრძალეს, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილების გამო, შემდგომში იგი გადასვენებულ იქნა.

ივარაუდება, რომ ელიზაბეთ ბათორი გრაფ დრაკულას შთამომავალი იყო. ორივე პენსილვანიელი იყო, დაუნდობელი, სასტიკი და სისხლისმსმელი…
მოსაზრებები გრაფ დრაკულას ვამპირობის შესახებ ყველასათვის ცნობილია, თუმცა ჩემი სუბიექტური აზრით, ეს ორი ადამიანი დამთხვევების გამო დააკავშირეს ერთმანეთთან. თუმცა, ვინ იცის? შესაძლოა გრაფ დრაკულას მტაცებლური გენები მართლა გამოჰყვა ბათორთა საგვარეულოს ყველაზე ცნობილ წარმომადგენელს.

წყარო: ვიკიპედია.ორგ და უცნაური.კომ

  1. February 24, 2010 at 01:45

    jazzmena :
    ფრიად “სასიამოვნო” და ერთობ საინტერესო პოსტია ბატონო გოგა, თქვენს მიერ მითითებულ “წყაროებზე” გადავამოწმე და გარკვეული ხარვეზები აღმოვაჩინე (600 ქალწულის მკველეობაში ედებოდა ბრალი, მაგრამ გაირკვა ბოლოს რომ თურმე 80 ქალწული იმსხვერპლა, 3 წელი კი არა 4 წელი იჯდა ციხეში და ა.შ.). მე განსაკუთრებით აღმაფრთოვანა თქვენეულმა მეცნიერულმა მიდგომამ ლედი და გრაფ დრაკულას შესაძლო ნათესაობის არსებობასთან დაკავშირებით… მე აბსოლუტურად ვიზიარებ თქვენს შეხედულებას, უფრო მეტსაც გეტყვით, თქვენ ჭეშმარიტებას ღაღადებთ🙂

    • February 24, 2010 at 02:00

      ფრიად სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ თქვენი გამოხმაურება დაფიქსირდა ზემოთხსენებულ ინფორმაციაზე, თუმცა წყაროთა სარწმუნოებას დიდ კოლაფსში შევყავართ ბატონო JAZZMEN 😀 .

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: