მთავარი > სხვადასხვა, შემეცნებითი > Arbeit macht Frei – დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკი 18+

Arbeit macht Frei – დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკი 18+


დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკი

დაჰაუ (დაჩაუ,Dachau) დაარსებულ იქნა 1933 წლის მარტს, დაჰაუში, ქ. მიუნხენის ახლოს. არსებობს ქალაქური ლეგენდა, თითქოს 1933 წლის არჩევნებში ქ.დაჰაუს მთელმა მოსახლეობამ ჰიტლერის წინააღმდეგ მისცა ხმა. ხელისუფლებაში მოსულმა ფიურერმა კი გადაწყვიტა კონცლაგერი გაეშენებინა მეტეოროლოგიურ-კლიმატური რეჟიმის გათვალისწინებით ისე, რომ კრემატორიუმის მილებიდან გამოსული კვამლი რაც შეიძლება ხშირად მოხვედრილიყო ქ.დაჰაუს თავზე დაუმორჩილებელი მოსახლეობის “დასასჯელად”.კონცლაგერი გახდა პირველი “საცდელი პოლიგონი”, სადაც მუშავდებოდა ტყვეთა დასჯისა და სხვა ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზემოქმედების/”დაცინვის” სისტემები.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, დაჰაუს პატიმრობაში იყვნენ ის ადამიანები, ვინც რასობრივ თეორიაზე დაყრდნობით,სხვადასხვა მიზეზით, არიული რასის “დამაბინძურებლად” ითვლებოდნენ.ესენი იყვნენ ნაცისტური რეჟიმის პოლიტიკური მოწინააღმდეგენი,პირველ რიგში კომუნისტები,სოციალისტები, ოპოზიციური პოლიტიკის მხარდამჭერი მღვდელმსახურები,ასევე სულით ავადმყოფები, პროსტიტუტები, ნარკომანები და ა.შ.
დაჰაუს ტყვეთა უმრავლესობა მუშაობდა როგორც უფასო/შავი მუშა ინდუსტრიული მრეწველობის არეალში, მათ შორის “Farbenindustrie”-ის კონცერნის წარმოებაში.

უკვე მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის დროს, დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკმა ყველაზე საშინელი ბანაკის სახელი დაიმკვიდრა, რამდენადაც დაპატიმრებულ ტყვეებზე სამედიცინო ექსპერიმენტები ხორციელდებოდა.მხოლოდ 1941-1942 წლებში ცოცხალ ადამიანებზე 500-მდე სამედიცინო ექსერიმენტი იქნა ჩატარებული.


ჰაინრიხ ჰიმლერი, და სხვა მაღალჩინოსანი ნაცისტები საინსპექციო მიზნით რეგულარულად სტუმრობდნენ დაჰაუს, სადაც აკვირდებოდნენ და იკვლევდნენ ცდების ანალიზებს.

სამედიცინო ექსპერიმენტების ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა ადამიანის ქცევათა მართვა, რომელიც ნაციონალ-სოციალისტური სამხედრო უწყებების დაკვეთით ხორციელდებოდა.

მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე, დაჰაუს კონცლაგერში დატყვევებული იყო გერმანელი ანტიფაშისტი, პროტესტანტული ეკლესიის მოძღვარი მარტინ ნიმიოლერი, ავტორი ანტიფაშისტური ლექსისა “როცა ისინი მოვიდნენ…”

დაჰაუში მოქმედებდა ტყვეთა იატაკქვეშა ორგანიზაცია, რომელსაც 1945 წლის 28 აპრილის ინტერნაციონალური კომიტეტი ხელმძღვანელობდა ამერიკული საჯარისო ნაწილების მოსვლამდე; მათ განახორციელეს აჯანყება,რითაც ხელი შეუშალეს დარჩენილი ტყვეების სიკვდილით დასჯის გეგმის ამოქმედებას.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ,საკონცენტრაციო ბანაკის კომენდანტი და დაცვის წევრები ნიურნბერგის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის წინაშე წარსდგნენ; მათთან ერთად სამსჯავროს წინაშე აღმოჩნდნენ სამედიცინო ექსპერიმენტების განმახორციელებელი ექიმები.

ბავარიის ხელისუფლების მხარდაჭერითა და დაჰაუს ყოფილ პატიმართა საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე, 1960 წელს მემორიალური კომპლექსი იქნა გახსნილი.

საკონცენტრაციო ბანაკს 123 ფილიალი და პირადი შემადგენლობა ჰყავდა, ხოლო კონცლაგერის ტერიტორიის ფართობი 235 ჰექტარი იყო.

დაჰაუს ს.ბ. კომენდანტები იყვნენ:
>>შტანდარტენფიურერი (SS) გილმარ ვეკერლე (1933 მარტი-ივნისი)
>>თეოდორ ეიკე (1933 ივნისი-1934 ოქტომბერი)
>>ობერფიურერი (SS) ალექსანდრ რეინერი (1934 ოქტომბერი)
>>ობერფიურერი (SS) ბერნოლდ მააკი (1934 ოქტ.-დეკემბერი)
>>ობერფიურერი (SS) ჰენრიხ დოიბელი (1034 დეკ-1936 მარტი)
>>ობერფიურერი (SS) ჰანც ლორიტცი (1936 აპრილი-1939 ივლისი)
>>ჰაუპტშტურმფიურერი (SS) ალექს პიორკოვსკი (1941-1942)
>>ობერშტურმბანფიურერი (SS) მარტინ გოტფრიდ ვაისი (1942-1943)
>>ობერშტურმბანფიურერი (SS) ედუარდ ვაიტერი (1943-1945)

დაჰაუს ს.ბ.-ს ტყვეებიდან აღსანიშნავი არიან:

ავსტრიელები:
>>მაქსიმილიან ესტე გოგენბერგი-ჰერც-ჰერცოგ ფრანც ფერდინანდის შვილი;
>>ერნსტ ესტე გოგენბერგი-ასევე ჰერც-ჰერცოგ ფრანც ფერდინანდის შვილი;

ებრაელები:
>>ბრუნო ბეტელჰაიმი-ამერიკელი ფსიქოლოგი და ფსიქიატრი ავსტრიული წარმოშობისა;
>>ვიქტორ ფრანკლი-ავსტრიელი ნევროლოგი და ფსიქიატრი;

წინააღმდეგობის მეომრები:
>>ჯორჯ შარპაკი-მოგვიანებით ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში;
>>გლებ რარი-ნაციონალურ-შრომითი კავშირის (NAV) წევრი;

სამხედრო მეთაურები:
>>ნიკოლაი კუზმიჩი-გენერალ-მაიორი,სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის 13-ე მსროლელი კორპუსის მეთაური;
>>ფრანც გალდერი-გენერალ-პოლკოვნიკი,ვერმახტის ქვეითი ჯარის გენერალური შტაბის მეთაური.

სამღვდელო პირები:
>>ჰავრილი (დოჟიჩი) – სერბეთის პატრიარქი;
>>ნიკოლაი (ველიმიროვიჩი) – მართმადიდებელი სერბი იერარქი, განმანათლებელი;
>>მარტინ ნიმიოლერი – პროტესტანტი თეოლოგი;
>>ადამ კოზლოვეცკი – პოლონელი კარდინალი;

პოლიტიკოსი:
>>იალმარ შახტი – გერმანელი სახელმწიფო და ფინანსური მოღვაწე;

კომუნისტები:
>>ნიკოს ზახარიადისი – საბერძნეთის კომ.პარტიის გენერალური მდივანი;
>>ალფრედ ანდერში – გერმანელი მწერალი;

კულტურული მოღვაწეები:
>>ბორის პახორი – სლოვენიელი მწერალი;
>>რობერ ანტელმი – ფრანგი მწერალი;
>>სტევო ჟიგონი – სერბი მსახიობი და რეჟისორი

წყარო: მესამე რაიხის ენციკლოპედია, wikipedia.org

  1. March 7, 2010 at 13:25

    ნამდვილად არ ვისურვებდი აქ მოხვედრას🙂

  2. ალექსანდრე
    November 5, 2010 at 14:47

    yvelaze didi cxoveli martla admiania😦

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s