წესდება

1. ავტორებისა და პოსტების დამმატებელთათვის!

1.1 აუცილებელია ყველა პოსტი გაფორმდეს სურათით (გარდა ვიდეო პოსტისა) და მცირე კომენტარით. სწორად იყოს შევსებული ყველა აუცილებელი ველი.
1.2 აკრძალულია ყველანაირი სახის პოსტები, რომლებიც შინაარსით ეწინააღმდეგებიან საქართველოს კანონმდებლობას.
1.3 აკრძალულია ყველანაირი სახის პოსტები, რომლებიც არღვევენ საავტორო უფლებებს.
1.4 აკრძალულია პოსტების/სიახლეების ქართული საიტებიდან დაკოპირება წყაროს მითითების გარეშე.

2. ავტორებისა და პოსტების დამმატებელთათვის გასათვალისწინებელია

2.1 ბლოგზე პოსტის დამატება შეუძლია ნებისმიერ დარეგისტრირებულ წევრს.
2.2 ბლოგზე პოსტი გამოქვეყნდება მას შემდეგ, რაც მოხდება პოსტის გადამოწმება ბლოგის ედიტორების და ადმინისტრატორების მიერ.
2.3 ბლოგზე პოსტის დამატება შესაძლებელია გაჭიანურდეს 1-2 დღით, რისი მიზეზიც არის ბლოგის კონტენტის დაბალანსება.
2.4 პოსტების გამოქვეყნება-არ გამოქვეყნებას წყვეტს მხოლოდ ედიტორი ან ადმინისტრატორი. პოსტების არ გამოქვეყნება ან წაშლა არ თანხმდება ავტორებთან.
2.4 პრეტენზიები პოსტების არ გამოქვეყნებასთან ან წაშლასთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოთქვათ ამ გვერდზე. საჭიროა მიუთითოთ ნიკი ბლოგზე და პოსტის სრული სათაური.

3. ზოგადი დებულებები

3.1 geoscrolls.wordpress.com არის ბლოგის ტიპის შემეცნებით/გასართობი რესურსი, სადაც ქვეყნდება უცხოური რესურსებიდან აღებული/ნათარგმნი და თვითონ ამ საიტის ავტორების მიერ შექმნილი სტატიები, სურათები, ვიდეობი და ა.შ.
3.2 ბლოგზე შემოსვლით და მის მუშაობაში მონაწილეობის მიღებით, თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ქვემოთ მოყვენილ წესებს/მითითებებს.
3.3 ბლოგის მუშაობაში ჩართვა ან განვითარებაში ხელის შეწყობა სხვადასხვა ხერხით შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
3.4 ბლოგი არ არის შეზღუდული არანაირი ცენზით და აქ შემოსვლა შეუძლია ყველა მსურველს განურჩევლად ასაკისა, სქესისა და ა.შ.
3.5 ბლოგის წესები საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებლისთვის კომფორტის შესაქმნელად და ყველანაირი პრობლემის თავიდან ასაცილებლად. ჩვენ გვინდა ეს საიტი გავხადოთ თქვენთვის საყვარელ ადგილად, სადაც გაერთობით, იხალისებთ და მიიღებთ უამრავ ინფორმაციას რამდენიმე კლიკით.
3.6 ბლოგის ნებისმიერმა მონაწილემ, მათ შორის ადმინისტრაციამაც (თუ ეს არ არის წინასწარ განსაკუთრებულად შეთანხმებული) აუცილებლად უნდა დაიცვას საიტის წესები.

4. პასუხისმგებლობის საკითხი

4.1 ბლოგზე დადებული ყველა მატერიალი გამოხატავს მხოლოდ და მხოლოდ მათი ავტორების პირად აზრს და შეხედულებას. საიტის ადმინისტრაცია არ წარადგენს რაიმე სახის გარანტიას, ღიად დაფიქსირებულს ანაც ნაგულისხმებს, რომ ისინი არის სრული, სასარგებლო და ჭეშმარიტი. თქვენ მათი გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ თქვენი რისკის ფასად.
4.2 ბლოგის ავტორები არიან პასუხისმგებლები თავიანთ მასალებზე, რომლებსაც გამოაქვეყნებენ საიტზე.
4.3 ბლოგი არ კისრულობს პასუხისმგებლობას არანაირ მასალაზე, რომელიც გამოქვეყნებული იქნება საიტზე.
4.4 ბლოგის ადმინისტრაცია საიდუმლოდ ინახავს მისი წევრების პირად მონაცემებს და კონფიდენციალურ ინფორმაციას (მათ შორის ip მისამართს და ელექტრონული ფოსტის მისამართს), თუ ის დაცულია საიტის სხვა მონაწილეების მიერ ნახვისაგან. თუმცაღა ეს შეიძლება არ გავრცელდეს იმ მონაწილეებზე, რომლებიც უხეშად არღვევენ წესებს. ასეთ შემთხვევაში შიდა ზომების გატარებასთან ერთად ნებისმიერი ხელმისაწვდომი ინფორმაცია შეიძლება გამოყენებული იქნას მოხმარებლის ქცევასთან დაკავშირებული საკითხის გადასაწყვეტად და ასევე მისი საიტზე ყოფნის მიზანშეწონილობაზეც სამართალდამცავ ორგანოებთან, ინტერნეტ პროვაიდერებთან(კავშირგაბულობის ოპერატორებთან ან ჰოსტერებთან), ანაც მომუშავე პერსონალთან წესების დარღვევის დონის და ფორმის შესაბამისად.

5. წევრები

5.1 ბლოგზე რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
5.2 ბლოგის წევრები იყოფიან რამდენიმე პირობით კატეგორიად:

ა)სტუმარი – არარეგისტრირებული საიტის მომხმარელი, რომელსაც გააჩნია უფლება მხოლოდ კომენტარის დატოვებისა (თუ არის საიტზე ჩართული ეს ფუნქცია)
ბ)წევრი – რეგისტრირებული საიტის მომხმარებელი
გ)ავტორი – რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელსაც შეუძლია კომენტარების დაწერა და პოსტის/სტატიის დამატება. პოსტი/სტატია დაემატება საიტზე მომენტალურად, ყველანაირი შემოწმების გარეშე.
დ)ედიტორი – რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელსაც აქვს თითქმის ყველა უფლება რაც ადმინისტრატორს გარდა საიტის ძრავის და დიზაინის რედაქტირებისა.
ე)ადმინისტრატორი – რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელსაც გააჩნია ყველა უფლება რაც ვრცელდება საიტზე.

6.დანაშაული და სასჯელი

6.1 ბლოგზე აკრძალულია ნებისმიერი სახით უცენზურო სიტყვების გამოქვეყნება. ასეთი შემთხვევის გამეორების შემთხვევაში საიტის წევრი ან მომხმარებელი მიიღებს ბანს რაღაც პერიოდით ან სამუდამოდ.
6.2 ბლოგზე აკრძალულია სხვა საიტის რეკლამირება ნებისმიერი სახით. ასეთი შემთხვევის დაფიქსირებისას მიიღებთ ბანს ბანს რაღაც პერიოდით ან სამუდამოდ.
6.3 ბლოგზე აკრძალულია კომენტარებში ფლუდი. (რაც ნიშნავს კომენტარებში პირადი ან პოსტთან არადაკავშირებული საკითხების განხილვა) ასეთი შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში მიიღებთ ბანს ბანს რაღაც პერიოდით ან სამუდამოდ.
6.4 ბლოგზე აკრძალულია რამდენიმე ექაუთის (ანგარიშის) რეგისტრაცია სხვადასხვა სახელებით. თუ დაგჭირდებათ სახელის შეცვლა, მიმართეთ ადმინისტრაციას და ძველი ანგარიშის წაშლის შედეგად, შეძლებთ ახალი ექაუნთის რეგისტრაციას.

წესები შესაძლებელია შეიცვალოს ნებისმიერ დროს საიტის მომხმარებლებთან და წევრებთან შეუთანხმებლად ადმინისტრატორის მიერ!

  1. November 6, 2013 at 15:57

    მადლობა

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: